Thursday, January 17, 2013

ინდური გაზაფხული (ჰოლის დღესასწაული)

ინდოეთს - როგორც ფერადი~ ქვეყანას გაზაფხულიც მეტად მრავალფეროვანი და გამორჩეული აქვს .ჰოლი- სიყვარულისა და ფერების საგაზაფხულის დღესასწაულია ინდოეთში, რომელიც გრძელდება ორი დღე თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწისამდე.


 ამ დღესასწაულზე ამზადებენ განსაკუთრებულ სასმელს “ტანდაის”, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით მარიხუანას, მუსიკა კი ინდური ტრადიციული საკრავებით სრულდება.ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალია  როგორც ინდოეთში ასევე ნეპალში. ის იგივე ბენგალიური ახალი წელია. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. ამ დროს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებების, ეროვნებისა თუ სქესისა.

გამოყენებული ლიტერატურა
დაწერილია პირადი გამოცდილებიდან 
  ასევე საიტიდან http://feradifiqrebi.wordpress.com     ვიდეო ჰოლის დღესასწაულზე  იხილეთ საიტზე  feradiferebi.wordpress.com

ახალი წელი ინდოეთში

ინდოეთი ერთერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის  ტრადიციით. უფრო სწორედ კი, მეტად განსხვავებულია ამ დღესასწაულის აღნიშვნის რიცხოვნობა ვიდრე თავად აღნიშვნის ტრადიცია. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთ-ერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ„გუდი პადვას“. ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.   მკაცრად აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცყოფა. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, ეწყობაინ სადღესასწაულოდ , შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება. 


ინდოეთის ქვეყანასთან ახლოს მდებარეობს შრი-ლანკას კუნძული,რომელიც ასევე ინდური ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა.ამ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ აპრილში,ამ დღსასწაულის თავისებურება ის არის, რომ ამ დღეს ყველა შრი-ლანკელი თიშავს ელექტროობას და ანთებენ მამაპაპურ ხის ლამფებს ,რომელიც ქოქოსის ზეთით არის სავსე.საახალწლო კერძებს სწორედ ამ ლამფის შუქზე აკეთბენ,ნუგბარისუმრავლესობა რძითა და ბრინჯითაა დამზადებულია.
საახალწლო მსვლელობა იწყება შუადღეს ,ხალხი ფერად ტანსაცმელშია გამოწყობილი,ტანსაცმლის ფერები კი იცვლება წლის მიხედვით
ინდოეთში კი როგორც ზემოთ აღვნიშნე რამდენჯერმე აღნიშნავენ ახალ წელს.ჩრდილოეთ ინდოეთში აღინიშნება აპრილში,სამხრეთში მარტში, ქერქალას შტატში ივნისში,ხოლო დასავლეთში ნოემბერში.აქ სადღესასწაულო მსვლელობა იწყება 4 საათზე.მოსახლეობა ცდილობს იყოს თვშეკავებული და თავს ალოცინებენ უხუცესებს.სურათზე ასახულია ინდური ახალი წელი სახელწოდებით დივალი 
გამოყენებული ლიტერატურა:


  • ინფორმაცია დაწერილია პირადი გამოცდილებიდან.
  • ასევე  biz.aris.ge/ge/travelnews/1512/ 

ინდური სამზარეულო

მოგეხსენებათ ინდური სამზარეულო გამოირჩევა კერძების მრავალფეროვნებითა და მათ შორის ცხარე კულინარიითც.ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე კერძის სახეობა ინდური სამზარეულოდან.

ინდური სამზარეულო

ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხების ისეთი ოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, რომ ძალიან რთულია რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ–სპარსული გავლენაც, მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.




სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც იწარმოება, და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე. ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.

აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“ მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.
(ინფორმაცია ამოწერილია საიტიდან http://indoeti.blogspot.com/2009/05/blog-post.html)

Wednesday, December 19, 2012

ინდური ცეკვა

ინდურო სამაია



ქართველები ცეკვავენ ინდურს


Tuesday, December 18, 2012

ვიდეოები ინდოეთზე

ინდოეთი მარჯნების ჟლეტა



ინდური მოდა











ინდოელები საქართველოში




ინდოეთის ღირსშესანიშნავი ადგილები

ზუსტად 381 წლის წინ, 1631 წლის 7 ივნისს აგრაში – დიდი მოგოლების ინდური იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში საფუძველი ჩაეყარა ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის მშენებლობას. მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და 1652 წელს დასრულდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის პროექტის ავტორი თვით იმპერატორი შაჰ–ჯაჰანი იყო, რომელიც ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული არქიტექტურით და მშენებლობით. მან ბრძანება გასცა აეშენებინათ გრანდიოზული მავზოლეუმი, რომელიც თავის საყვარელ მეუღლეს მუმთაზ მაჰალს მიუძღვნა. მუმთაზი მშობიარობისას გარდაიცვალა. ტაჯ–მაჰალის მშენებლობაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინდოელი ოსტატების გარდა მშენებლობაში მონაწილეობდნენ საუკეთესო ხუროთმოღვრები, რომლებიც სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან და ვენეციიდან იყვნენ მიწვეულნი. ტაჯ–მაჰალი მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული და მისი არქიტექტურული დიზაინი აბსოლუტური სიმეტრიის არაბულ–მუსულმანურ კონცეპციაზეა აგებული, სადაც თითოეული ელემენტი ჰარმონიულად ერწყმის ნაგებობის მთავარ სტრუქტურას. ნაგებობა მაღალ კვადრატულ სტრუქტურაზე დგას. მთავარი გუმბათი 64 მეტრ სიმაღლეს აღწევს და გარშემორტყმულია ოთხი მცირე ზომის გუმბათით. კომპოზიციას ოთხი მინარეთი ასრულებს. გარედან და შიგნიდან მავზოლეუმი დიდებული მცენარეთა გამოსახულების ფორმის ორნამენტითაა გაწყობილი, ხოლო შემაერთებელ თაღებზე არაბული ტექსტებია გამოყვანილი, რომლებიც ყურანის სურებს გადმოსცემს. მავზოლეუმის არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს ასევე მეჩეთს, სასტუმრო სახლს და პარკს. თვითონ ტაჯ–მაჰალი კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე იამუნას ნაპირზე. პარკი ოთხ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი არხებით, რომლებიც ერთმანეთს ცენტრში კვეთენ, და თითოეული მათგანი თავის მხრივ ოთხ ნაწილადაა გაყოფილი უფრო მცირე არხებად. ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმი მსოფლიო არქიტექტურის შედევრად ითვლება, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ობექტად არის გამოცხადებული და მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შედის.
ოქროს ტაძარი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ის სინგჰების წმინდა ადგილია. ლოტოსის ტაძარი, ანუ ბაჰაისტური სამლოცველო სახლი – თანამედროვე დელის და მთელი აზიის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა. ტაძრის მშენებლობა 1980 წლის 21 აპრილს დაიწყო და 1986 წლის 24 დეკემბერს დასრულდა. არქიტექტორი თარიბორზ საჰბა ირანული წარმოშობის კანადელია. ადრე ამ ტაძრის ადგილზე მდებარეობდა მისტიკური სოფელი ბაჰა პური (ჰინდიდან ითარგმნება, როგორც „ბაჰას საცხოვრებელი“). ტაძრის შენობას გიგანტური ნახევრადგაშლილი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს, რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისგან“ შედგება. „ფურცლების“ შიდა რიგი უშუალოდ შენობის კარკასს ქმნის და ყვავილის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს ჰგავს. ლოტოსის „ფურცლები“ თეთრი ბეტონისგანაა ჩამოსხმული და გარედან დაფარულია თეთრი მარმარილოს ფილებით. ლოტოსის ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, რომელსაც არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი. შენობა უზრუნველყოფილია „ბუნებრივი ვენტილაციის“ უნიკალური სისტემით, რომელიც აგებულია უძველესი ნაგებობების ვენტილაციის პრინციპები საფუძველზე. თბილი ჰაერი ცენტრალური დარბაზიდან გაედინება თაღში არსებული ღიობიდან, ხოლო ცივი ჰაერი შემოედინება წყლიანი აუზებისა და ფუნდამენტის გავლით, შედის დარბაზში და შენობის შიგნით მისაღებ ტემპერატურას ინარჩუნებს
ლოტოს ტაძარი







გამოყენებული ლიტერატურა:
საიტიდან http://indoeti.blogspot.com/2009/03/blog-post_10.html.

Monday, December 17, 2012

მოსახლეობა და სახელმწიფო წყობილება

ინდოეთი მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე ასეული ერი და ტომი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ინდ-განგის დაბლობი და სამხრეთი სანაპირო ზოლი.მიუხედავად მრავალი მილიონიანი ქალაქისა ,ურბანიზაციის დონე დაბალია.ინდოევროპული(ჰინდუსტანელები,ბენგალელები,და ა.შ.)დრავიდული(ტამილები,მალაიელები და ა.შ.)ავსტრონიზიული და სინო-ტიბეტური ოჯახის წარმომადგენლები.გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარეობს ოჯახური დაგეგმარების სპეციალური პროგრამა.
მიუხედავად ქვეყნის სერიოზული წარმატებებისა მოსახლეობის ცხოვრების დონე ჯერაც მნისვნელოვნად დაბალია.

(ინფორმაცია აღბულია სასწავლი პროგრამის მე-11 კლასის წიგნიდან ,,მსოფლიო გეოგრაფია”ავტორები:ლია ჭანტურია,მაია ბლიაძე და ნინო მამალაძე)