Thursday, January 17, 2013

ინდური გაზაფხული (ჰოლის დღესასწაული)

ინდოეთს - როგორც ფერადი~ ქვეყანას გაზაფხულიც მეტად მრავალფეროვანი და გამორჩეული აქვს .ჰოლი- სიყვარულისა და ფერების საგაზაფხულის დღესასწაულია ინდოეთში, რომელიც გრძელდება ორი დღე თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწისამდე.


 ამ დღესასწაულზე ამზადებენ განსაკუთრებულ სასმელს “ტანდაის”, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით მარიხუანას, მუსიკა კი ინდური ტრადიციული საკრავებით სრულდება.ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალია  როგორც ინდოეთში ასევე ნეპალში. ის იგივე ბენგალიური ახალი წელია. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. ამ დროს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებების, ეროვნებისა თუ სქესისა.

გამოყენებული ლიტერატურა
დაწერილია პირადი გამოცდილებიდან 
  ასევე საიტიდან http://feradifiqrebi.wordpress.com     ვიდეო ჰოლის დღესასწაულზე  იხილეთ საიტზე  feradiferebi.wordpress.com

No comments:

Post a Comment