ინდოეთს - როგორც ფერადი~ ქვეყანას გაზაფხულიც მეტად მრავალფეროვანი და გამორჩეული აქვს .ჰოლი- სიყვარულისა და ფერების საგაზაფხულის დღესასწაულია ინდოეთში, რომელიც გრძელდება ორი დღე თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწისამდე.
გამოყენებული ლიტერატურა
დაწერილია პირადი გამოცდილებიდან
ასევე საიტიდან http://feradifiqrebi.wordpress.com ვიდეო ჰოლის დღესასწაულზე იხილეთ საიტზე feradiferebi.wordpress.com
Thursday, January 17, 2013
ახალი წელი ინდოეთში
ინდოეთის ქვეყანასთან ახლოს მდებარეობს შრი-ლანკას კუნძული,რომელიც ასევე ინდური ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა.ამ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ აპრილში,ამ დღსასწაულის თავისებურება ის არის, რომ ამ დღეს ყველა შრი-ლანკელი თიშავს ელექტროობას და ანთებენ მამაპაპურ ხის ლამფებს ,რომელიც ქოქოსის ზეთით არის სავსე.საახალწლო კერძებს სწორედ ამ ლამფის შუქზე აკეთბენ,ნუგბარისუმრავლესობა რძითა და ბრინჯითაა დამზადებულია.
საახალწლო მსვლელობა იწყება შუადღეს ,ხალხი ფერად ტანსაცმელშია გამოწყობილი,ტანსაცმლის ფერები კი იცვლება წლის მიხედვით
ინდოეთში კი როგორც ზემოთ აღვნიშნე რამდენჯერმე აღნიშნავენ ახალ წელს.ჩრდილოეთ ინდოეთში აღინიშნება აპრილში,სამხრეთში მარტში, ქერქალას შტატში ივნისში,ხოლო დასავლეთში ნოემბერში.აქ სადღესასწაულო მსვლელობა იწყება 4 საათზე.მოსახლეობა ცდილობს იყოს თვშეკავებული და თავს ალოცინებენ უხუცესებს.სურათზე ასახულია ინდური ახალი წელი სახელწოდებით დივალი
გამოყენებული ლიტერატურა:
- ინფორმაცია დაწერილია პირადი გამოცდილებიდან.
- ასევე biz.aris.ge/ge/travelnews/1512/
ინდური სამზარეულო
მოგეხსენებათ ინდური სამზარეულო გამოირჩევა კერძების მრავალფეროვნებითა და მათ შორის ცხარე კულინარიითც.ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე კერძის სახეობა ინდური სამზარეულოდან.
ინდური სამზარეულო
ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხების ისეთი ოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ბევრი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, რომ ძალიან რთულია რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ–სპარსული გავლენაც, მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.
სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც იწარმოება, და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე. ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.
აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“ მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.
(ინფორმაცია ამოწერილია საიტიდან http://indoeti.blogspot.com/2009/05/blog-post.html)
Subscribe to:
Posts (Atom)